ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ქალაქის მოურავისადმი, თბილისში მცხოვრები საეკლესიო ყმების და ქარვასლის იჯარის კვლავ სიონის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის შეწირვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1749 წ. 1 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451,1/168, 58v-59r
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულზ (1749), თებერვლის 1 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გატარებულია 1818 წ. სინოდის კანტორის სარეგისტრაციო წიგნში.

2. 1451,1/168, 58v-59r; თბილისის სიონის ეკლესია.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. ქარვასლა - ქარავანისა და ვაჭრების სადგომი. სავაჭრო სახლი  საქონლის საწყობებითა მაღაზიებით; ფუნდუკი.