ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან ედიშერისადმი, გოგია ამილახვრიშვილისთვის წელიწადში ექვსი თუმანი ჯამაგირის დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 11 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3017
მასალა

 ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
164X135; რესტავრაციის შემდეგ: 190X153
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩბ (1774),  მარტის ია  (11)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

2. პირი, ფ. 1461, 14/122.