ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მესტუმრისა და დარბაზბატონ რევაზ ამილახორისადმი აღდგომამდე დაკლებული მორიგეების შეკრებისა და უზბაშ ზაზას წინამძღოლობით მეფესთან გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1774 წ. 3 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/98, 42 rv
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8736
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩბ (1774), მარტის გ (3)

ბეჭედი
შენიშვნა

1. მესტუმრე/მემანდარი - 1. მეფის კარის მოხელე.  ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს.  ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები სტუმრები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად; 2. ანაწილებდა მეფის მიერ შედგენილ ოქმებს პიროვნებების მიხედვით.

2. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. სათათბიროს უძღვებოდა დარბაზბატონი (რომელიმე დიდმოხელე).

3. დარბაზბატონი - დიდი მოხელე, მეფის კარის სათათბიროს წევრი

4. უზბაში (თურქ)- ასისთავი, ასეულის უფროსი;  იგი მინბაშის ხელქვეითი მოხე ლე იყო და  სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცველთა უფროსი. საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს უზბაშს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა.  მის მოვალეობას შეადგენს ჯარისკაცების წესრიგზე  ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი, ორივე ერთი და იგივე მნიშვნელობით.

5. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.