ქაღალდი
ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩა (1773), დეკემბრის ი (10)
1. მეფემ თავის ქალიშვილს უბოძა ქალაქში მეიდნის პირზე ალავერდელის ნაქონი სამოსახლო და ღოუბანში მოქალაქე ოსეფ ამირაშვილის ბეითალმანი ყმა-მამული
2. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 6 მარტს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.
3. ბეითალმანი (არაბ.) - ამოვარდნილი, უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
4.მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.
5. მზითვის წიგნი - ქონების აღმნუსხველი და პირობის შემცველი საბუთი, რომელსაც ქალიშვილს გათხოვებისას ატანდნენ ქმრის ოჯახში, რომელშიც ზოგჯერ კანონით გათვალისწინებული წესები იყო განსაზღვრული.