ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, მოსალოდნელი ლეკიანობის გამო ქართლის ციხეებში გახიზნული გლეხების, გზებზე დაყენებული ყარაულების, კახეთიდან ჩამოსული ჯარისკაცების და ნოქრების რაოდენობაზე ცნობების მიწოდების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1773 წ. 14 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/94, 41r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8732
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩა (1773),  გიორგობის იდ (ნოემბრის 14)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ახლავს მინაწერი მელიქ ზურაბის მიერ მეფე ერეკლესთვის ქართლში მყოფი კაცების რაოდენობის ცნობის მიწოდების და არაგვის მოურავ ქაიხოსროს მიერ ქართლში დამატებით ორასი ყარაულის გაგზავნის შესახებ.

2. მოურავი  - ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებს და საბუთებში გვხვდება  X-XI სს-იდან. XVIII ს-ში მოურავის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი, ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.