ქაღალდი
ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩა (1773), ენკენისთვის ე (სექტემბრის 5)
კათალიკოსი ანტონ II, გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.94
1. ეშიკაღასბაში (ოსმალ.-სიკ ზღურბლი, აღა ბატონი, ბაში- თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლო განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა მებატონესგან გაქცეული, გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი).
2. ეშიკაღასბაში არმის - (ოსმალ. - არამი, არამხანა - საჯალაბო, ჯალაბის სადგომი სახლი). სასახლის საქმეების მომწესრიგებელი. არმის ეშიკაღასბაში გარდა სასახლის დაცვისა სამეურნეო საქმეებსაც აწესრიგებდა. ყოფილა ორი არმის ეშიკაღასბაში - ქართლის და კახეთის. ქართლის არმის ეშიაღასბაშის მოვალეობა იყო სასახლის სამსახური წესრიგის დაცვის მხრივ, სასახლის იასაულების ხელმძღვანელობა და მათი სათანადო გაწვრთნა.
3. ბაზიერთუხუცესი - ქორშევარდენთა მწვრთნელების უფროსი; უძღვებოდა სამეფო ნადირობას.
4. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 22 მაისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.