ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
ერთი და ორი წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩა (1773), ივლისის ბ (2)
1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის დასაწყისში.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: 181/4X11 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N109.
3. პირი, ხეც,2054Ad, გადაწერილი XIX-ის პირველ ნახევარში.
4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
5. ყორჩიბაში - იგივე ქეშიკთუხუცესი/მცველთა უფროსი. ირანში შაჰის პირადი დაცვის უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან შეეფარდება მსახურთუხუცესის ჩინს. იგი სახელმწიფო მოხელე იყო და სასახლის კარის მცველების მოვალეობას ასრულებდნენ სამხედრო მოვალეობასთან ერთად.