ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზაალ გურამიშვილის, სიდამონიძის სადაურობის დადგენის და სადავო ყმობის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მამასახლის გიორგი ბაბალაშვილისადმი, მოწმეთა ჩვენებით საქმის გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1773 წ. 6 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3025
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 169X107; რესტავრაციის შემდეგ:  206X140
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ოქმში წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უΩა (1773), მაისის ვ  (6)  

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ოქმი დაწერილია ერეკლე II-ის  ხელით.  

2. საბუთს ახლავს გორის მამასახლის გიორგი ბაბალაშვილის და სამი გორელი მოქალაქის მოწმობა, რომლებიც უარყოფენ  სიდამონიძის გორელობას.

3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.