ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ჩრდილელისა, წიკლაურის ბეითალმანი მამულის მისთვის მიკუთვნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა არაგვის მოურავისადმი, უდავობის შემთხვევაში ჩრდილელისთვის მამულის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1773 წ. 24 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5616
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
32, 45
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
204X133 
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უΩა (1773), აპრილის კდ (24). 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ამინარიდი მეფის ოქმიდან: ,,თუ ერთი წინააღმდეგი და მოდავე არავინა ყვანდეს ეს ბეითალმანი ამას მოაბარეთ…"

2. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.