ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა დავით გარეჯის წინამძღვარ გერმანესი, კისისხევში მდებარე სახასო მამულის შეწირულების განახლების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივან ედიშერისადმი, სამონასტრო ბარათების განახლების და საეკლესიო მამულების ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1773 წ. 11 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2002
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
64
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
განკვეთილობა

წერტილი სამგან

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ჩღოგ (1773), აპრილის ია (11)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.

2. დედნის აღწერა სარგის კაკაბაძის მიერ: ,,დედნის ზომა: 261/2X13; ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N64, განკვეთილობის ნიშანი წერტილი", პირი, ხეც, Ad-2057.

3. ექსცერპტი, ფ.1451/1-54, გვ.144v, დავით გარეჯის მონასტერი.

4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

5. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.

6. ბარათი (თურქ.) - 1. პატარა ზომის მიწერილობა, რომლითაც ხელისუფალი ან მებატონე კუთვნილი გადასახადის გადახდას ითხოვს; 2. საბუთი გაცემული ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის შესახებ. ,,ბარათი სხუათა ენაა, მცირე ნაწერს ჰქვიან" - საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, 1881 წ.