ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, ბატონიშვილ ანასთვის ციხის აბანოს ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1748 წ. 20 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 20/14,16v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულვ (1748), მარიამობის კ (აგვისტოს 20), ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა წელსა მეხუთესა

ბეჭედი
შენიშვნა

1. ბატონიშვილი ანა - მეფე ერეკლე II-ეს და.

2. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 3 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

3. მინაწერი რეგისტრაციაზე: ,,ასლის სიგელი მივიღე, კაპიტნი, თავადი დიმიტრი ორბელიანი".

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.