ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ რევაზ ამილახორისადმი, ლეკების ბელად ნუცალის დახმარებით ჭარელებთან შერიგების, ზემო ქართლში ლეკების გამოჩენის შემთხვევაში ჯარის განლაგების და გზებზე ყარაულების დაყენების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 11 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/68, 28rv
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
67; 8706
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), ქრისტეშობის ია(დეკემბრის 11).

ბეჭედი
შენიშვნა

1. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად.

2. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას, სათათბიროს წევრი.

3. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.