ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ქეშიკჩიბაშ იოანე აბაშიძისადმი, ლეკების ჯგუფთან დასახვედრად საგარეჯოს და მარტყოფის მოურავებთან ერთად რაზმის შეკრებისა და სათანადო წინააღმდეგობის გაწევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 22 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 8/6, 2v-3r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
170, 8430
მასალა

ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), გიორგობის კბ (ნოემბრის 22) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. ქეშიკი - (სპარს) კარის მცველი, ყარაული, დარაჯი.

2. ქეშიკჩიბაში (სპარს.) - სამეფო კარის მცველთა უფროსი. 

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.