ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი ყავისფერი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა ულთ (1751), აპრილის ა (1).
ამბა ალავერდელი ნიკოლოზი, ამბა ალავერდელი ზენონი, ერეკლე II
1. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას, ამასთანავე ევალებოდა უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა მეთვალყურეობა და გაცილება. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში, სოფლად - მოურავის მოადგილე.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.