ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ ქეშიკჩიბაშ იოვანე აბაშიძისადმი, დაკისრებული მოვალეობის ბეჯითად შესრულების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 25 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 8/2, 1r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
166, 8426
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), ოქტომბრის კე(25) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად.

2. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას, სათათბიროს წეფრი.

3. ქეშიკი - (სპარს) კარის მცველი, ყარაული, დარაჯი.

4. ქეშიკჩიბაში (სპარს.) - სამეფო კარის მცველთა უფროსი.