ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა გორის მელიქ ფარსადანისადმი, ატენის ციხეში გორში მცხოვრები ცოლ-შვილიანი ყარაულების დაყენებისა და უცოლო ყმაწვილების მორიგეობიდან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1748 წ. 1 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/8869
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
30
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
213x153; რესტავრირებილი: 232x173
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულვ (1748), თიბათვის ა (ივნისის 1).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონარიდი საბუთის ,,თხრობის" ნაწილიდან: ,,უცოლშვილოს კაცს ციხეში ნუ დააყენებ, ვინც ციხეში დააყენო ცოლშვილი გორში ყვანდეს".

2. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში  XVIს-ში შემოვიდა.