ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მარტყოფის მოხელეებისადმი, თუშმალ დათუნას და მისი შთამომავლების გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ, გარდა მეფის კარზე სამსახურის და ლაშქარნადირობისა

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 6 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 7/29, 15r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8413
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), ენკენისთვის ვ(სექტემბრის 6)

ბეჭედი
შენიშვნა

1. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე“, ; ,,მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“ . მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, აგრეთვე ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე  მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.

2. ლაშქარნადირობა - სამეფო ნადირობის დროს სამხედრო სავალდებულო საომარი ვარჯიში.  ნადირობისას მონადირეები სწავლობდნენ მარჯვე სროლას, სიმკვირცხლეს, განსაცდელის ატანას, დისციპლინას. ამიტომ მეფე არავის ათავისუფლებდა ლაშქარნადირობისგან მოხუცებისა და უძლურების გარდა