ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა უზბაშ იესე ფალავანდიშვილისადმი, აზნაურიშვილების მიერ კომლზე კაცის გამოყვანისა და ქალაქში მყოფ ჯართან შეერთების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1748 წ. [30] მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3637
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
14, 16
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია ყავისფერი, შესრულებული შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
202x107; რესტავრირებული: 206X122
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულვ (1748), მაისის [31], ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა წელსა მეოთხესა.

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთის ტექსტში ფავლენიშვილი გადასწორებულია ფალავანდიშვილად.

2. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და  სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა.     XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა  სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე  ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.

3. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.

4. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა". სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.