ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უΩ (1772), ივნისის ი (10).
1. მესტუმრე/მემანდარი - 1. მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. 2. მესტუმრე ზოგჯერ მეფის მიერ შედგენილ ოქმებს და ბრძანებებს უნაწილებდა სხვა და სხვა პირებს.
2. სიღნაღი/სიღნაღობა - ციხესიმაგრე, გამაგრება, სადაც მეციხოვნეების გარდა ომიანობისა და ლეკიანობის დროს მოსახლეობას ხიზნავდნენ (,,მეორე სიღნაღობა ქისიყის ციხეში არის: ფ.1448/1739)
3. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.