ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩ (1772), მაისის ია (11)
1. ამონარიდი 1772 წ. მეფის ოქმიდან ყვავილის ეპიდემიის შესახებ, სადაც ნახსენებია რომ ბატონიშვილი იულონი აცრეს ყვავილის საწინააღმდეგოდ: ,,ჩვენს შვილს იულონს ყვავილი აუჭერით და გაცხელებული არის … ქალაქში დიახ მრავალი ყვავილი გაჩნდა და ჩვენც დახიზვნას ვაპირებთ აქავ ქალაქის გარეშემოში ახლომახლო".
2. ოქმს ახლავს წესები ჯარში დაკლებული ხალხის დასჯის მეთოდების შესახებ.
3. გადაწერილი პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1909 წ. 12-27 აგვისტოს.
4. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითურთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა. სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.
5. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული.