ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, გივი ავალიშვილისთვის ყმების წყალობის განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 29 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1419
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
,,ჩაიწერა 61 კნიღაში 170 ნომერში; N34, 157
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
190X150
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უΩ (1772), მარტის კთ (29) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1891 წ. 1 სექტემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. პირები: ფ.1450, 50/171, გვ 96r, ფ.1461, 3/103, გვ.3r, ფ.1753/54, გვ,172, პირი, ხეც. Hd 6880.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.