ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქალაქის მოურავობის წყალობის წიგნი თეიმურაზ II-ისა ყულარაღას გივი ამილახორისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1752 წ. 10 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/125
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
205X145
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმ (1752), იანვრის ი (10)

დამტკიცება

თეიმურაზ II, დედოფალი ანახანუმი, ერეკლე II, ბატონიშვილი ვახტანგი

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. გვიანელი სათაური: ქ. ქალაქის მოურაობის".

2. ყულარაღასი - ყულების უფროსი, რომელსაც ემორჩილებოდა როქის სპა; ირანში შაჰის გვარდიის  უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან სასახლის მომსახურე პერსონალის უფროსი; ადრინდელი მონათუხუცესი. ვახტანგ VI-ემ მეფის ხელისუფლების გაძლიერებისთვის ,,მცველთა ჯარი“ გაიჩინა მეთოფეთა სამი რაზმის (თითო რაზმი 40 მეთოფისგან შედგებოდა) ოდენობით. თითოეულ მათგანს უზბაში (ასისთავი) ხელმძღვანელობდა, ყველას ერთად კი ყულარაღასი. მას მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და სულ თან ახლდა მეფეს. ყულარაღასს სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. XVIII ს-ის II ნახევარში ყულარაღასი და ყორჩიბაში კარგავენ მნიშვნელობას.

3. ყული - მეფის ახალგაზრდა მსახური, მეფის დარაჯი.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.