ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზურაბ მამუჩისშვილისა, წილში ნარგები ყმა-მამულის წართმევის მცდელობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგ რამაზის და მდივან ოთარისადმი, მომჩივნების შერიგების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 22 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 53/25, 22r-23 v
მასალა

ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ   (1772), მარტის კბ (22)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 1 მარტს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. მინაწერი: ,,ასლი წერილი მივიღე, დიმიტრი  ჭავჭავაძე".

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.