ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სუფრაჯ ზურაბისა, ტყვეობიდან დაბრუნებული ყმის გიორგი სარუხანაშვილის სახასო ყმობის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა არზის პატრონისადმი, ყმის სურვილის მიხედვით საქმის გადაწყვეტის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 26 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 54/180 143-144
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), თებერვლის კვ (26) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. გადამწერის მინაწერი: ,,ასლიდამ თასწორ გარდმოვსწერე თავადი იოსებ სოლაღოვი“.

2. სოვეტნიკი კოლეჟსკი ასესორი თ(ავადი) დიმირტი ზურაბ[ის ძე] ორბელიანოვი.

3. ამისი ნამდვილი ასლი მივიღე; ამას გარდა ერთი თათრული წიგნი მივიღე. თებერვლის 8, ჩყჰ (1808) წელსა, ,,ტიტულარნის სოვეტნიკი, თავადი ზაალ ზურაბოვი“.

4. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.

5. სახასო (ყმა-მამული) - სამეფო სახლის საკუთრება, რომლის განკარგვა  მხოლოდ მეფეს შეეძლო;  ფეოდალის სახლის საერთო - საგვარეულო ქონება.