ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ბოდბელ დავითის და ქიზიყელებისადმი, ქიზიყის მოურავად რევაზ პაპუაშვილის დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 16 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461,13/141, 87
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8904
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), თებერვლის ივ (16).

ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი პოლიევკტოს  კარბელაშვილის ხელით: ,,გუჯარნი, შეკრებილნი ს. დიღომში /ნაქონნი მღ. გ. გიორგიევისა/, საგარეჯოში და სხ. 1883 წელსა, მარტის 13-ს, კვირა. პ. კარბელოვისა“.

2. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.