ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მიმბაშ იესეს და რევაზ ამილახორისადმი, განახლებული სოღანლუღის ციხის ამილახვრებისთვის ბოძების და ციხის შემოსავლის მერვედის სამეფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 13 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1153
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
5
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
205X151
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი მონაცვლეობით ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უΩ (1772), თებერვლის იგ  (13) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი ფანქრით -,,აღმშენებელი".

2.  მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი. მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები იყვნენ და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა