ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ რევაზ ამილახორისადმი, მტრის დასახვედრად ჯარის შეკრების და ყულარაღას გიორგისთან ერთად მტრის მოსალოდნელი თავდასხმის გამო სურამში წასვლის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 1 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461,12/51,19v-20r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8689
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772) თებერვლის ა (1),  ქრისტეს აქეთ ჩღობ (1772)

ბეჭედი
შენიშვნა

1. გადაწერილი  პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ XX ს-ის დასაწყისში.

2. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდახუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.

3. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.

4. ყულარაღასი - ყულების უფროსი, რომელსაც ემორჩილებოდა როქის სპა; ირანში შაჰის გვარდიის  უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან სასახლის მომსახურე პერსონალის უფროსი; ადრინდელი მონათუხუცესი. ვახტანგ VI-ემ მეფის ხელისუფლების გაძლიერებისთვის ,,მცველთა ჯარი“ გაიჩინა მეთოფეთა სამი რაზმის (თითო რაზმი 40 მეთოფისგან შედგებოდა) ოდენობით. თითოეულ მათგანს უზბაში (ასისთავი) ხელმძღვანელობდა, ყველას ერთად კი ყულარაღასი. მას მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და სულ თან ახლდა მეფეს. ყულარაღასს სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. XVIII ს-ის II ნახევარში ყულარაღასი და ყორჩიბაში კარგავენ მნიშვნელობას

5. ყული - მეფის ახალგაზრდა მსახური, მეფის დარაჯი