ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ის მოურავ იორამისა და სუფრაჯ ფარემუზისთვის საგარეჯოს ბოლოს მდებარე ორი არხის წყალობის განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1748 წ. 19 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/569
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულვ (1748), აპრილის  იბ(12)

ბეჭედი
შენიშვნა

საბუთი გადაწერილია XIX ს-ში ვახტანგ ბარათოვის მიერ. 

1. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

2. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.