ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უნთ (1771), გიორგობისთვის კჰ (ნოემბრის 28 )
ბატონიშვილი ლეონი, მდივანბეგები: იოანე ყაფლანიშვილი, ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, თეიმურაზ ციციშვილი, მოურავი იესე ამილახვრისშვილი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.77
1. მინაწერი დამწერის ხელით: ,,ქ. რაგვარადაც ეს განაჩენით აცხადებდა, დაიფიცეს“.
2. მინალთუნი (ოსმალ.) - ერთი მანეთი ვერცხლის, ხუთი აბაზი.
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.