ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ჰაჯი ჯალაბის შვილ ჰალავრელ ხიზან ხალილასი, თავის ძველ საცხოვრებელ ადგილას დასახლების შესახებ ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ დავით აბაშიშვილისადმი, ჰაჯი ჯალაბის შვილების ჰალავარში დასახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 22 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/9503
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
3, 422, ,,ჩაიწერა ი (10)"
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
205X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ერთგან.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), სექტემბრის კბ (22).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 24 თებერვალს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.            

3. ხიზანი - მებატონის რისხვისაგან, მტრის შემოსევისაგან ან ეპიდემიის შედეგად აყრილი და ახალ ადგილს თავშეფარებული.