ქაღალდი
ქაღალდი მოთეთრო-მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონი უნბ (1764), მარტის იბ (12)
ერეკლე II, ბატონიშვილი გიორგი, კათალიკოსი ანტონ I, სარდალი შოშია გედეონისშვილი, სახლთუხუცესი გიორგი მაღალაშვილი
1. ამონარიდი წყალობის წიგნიდან: ,,რადგან ამოწყვეტილის აზნაურისშვილის სახელო ბატონისა არის და ვისიც ბატონს ნებავს იმას უზამს წყალობას, მას ჟამად შენი ბიძაშვილი იოსებ შემოგვეხვეწა გომის მოურაობის წყალობას და უბოძეთ გომის მოურაობა. რამდენსამე წელიწადსა მერე იოსებ მომკვდარიყო ... ისევ თქვენ წყალობა გიყავით რადგან გაყრილნი არ იყავით...“.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. საბუთს თავში ახლავს დიდი ზომის ქანწილი ჯვრით, შესრულებული შავი მელნით.