ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სამეფო მოქალაქე ნაზარა ჩითახაშვილისა, სიღარიბის გამო თბილელის ვალის პატიების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულისადმი, თბილელის სასარგებლოდ ჩითახაშვილისგან მხოლოდ ოცი თუმნის გამორთმევის და სარგებლის მთლიანად პატიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 28 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1837
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
211X124
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), მაისის კჰ (28) 

დამტკიცება

მელიქ-მამასახლისი ავეტიქა, მოურავი დავით [ჯავახიშვილი]

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

1.  ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII,1981 წ. გვ.185.

2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.75.

შენიშვნა

1. მოქალაქე  - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.