ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან ედიშერისადმი, ღვთისავარ აბდულაშვილის ქვრივის და მაზლის სადავო მამულის საქმის გასარჩევად უტყუარი ცნობების მიწოდების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 10 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3100
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
156
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
262X160; რესტავრაციის შემდეგ: 269X185
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), აპრილის ი (10) 

დამტკიცება

მდივანი ედიშერ [თუმანიშვილი]

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.74 

შენიშვნა

1. საბუთს ახლავს მდივანი ედიშერის და პაპუა ელიზბარაშვილის მოწმობის წიგნები, ღვთისავარის და მისი განაყოფის  მამულის გაყოფის თაობაზე.

2.  პირი, ფ. 1461, 5/42, 19r.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.