ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა სურსათის მოასილისადმი, ახალციხეში მგზავრობისას დახარჯული თბილელი [ქრისტეფორეს] კუთვნილი სურსათის ანაზღაურების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 31 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461,12/36, 14v
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8674
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ხშირად

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უნთ (1771), მარტის ლა (31)   

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთს ახლავს ბარათი პაპუა თუმანიშვილის: ,,ქ. ამ ბარათით, რომ ბატონის ბრძანება იყო, რომ ეს პური მე პაპუას უნდა მამბარებიყო, ამ ბარათში ცხრა  ხარვარის მეტი  არ მამბარებია; ჩემი ყაბზიც აქვთ".

2. ყაბზი/თარქი (არაბ.) - ხელწერილი, ბარათი, ქვითარი.

3.  საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

4. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.

5. ბარათი (თურქ.) - 1. პატარა ზომის მიწერილობა, რომლითაც ხელისუფალი ან მებატონე კუთვნილი გადასახადის გადახდას ითხოვს; 2. საბუთი გაცემული ფულისა და გადასახადის აღების უფლების მიცემის შესახებ.