ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა კახეთში ჯარის მოასილების და იასაულებისადმი, ახალმოსახლეობის გამო ნეკრესის ეკლესიის ყმების ჯარში გაწვევის და სურსათის გადასახადებისგან ორი წლით გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 10 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1235
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
9
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი და შავი  მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
184X165
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), მარტის ი (10) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთს ახლავს 1772 წ. 22 ივნისის ოქმი მდივან ოთარისა სურსათის მოასილებისადმი, ნეკრესელის ყმებისთვის უკანონოდ გამორთმეული პურის სანაცვლოდ ახალი მოსავლიდან თერთმეტი ხარვარი და ერთი კოდი ხორბლის მიცემის  შესახებ.

2. მინაწერი: ,,ქ. ამ წლის სურსათის პური წაღებული იყო სამეფოდ. უნთ (1771)".

3. გვიანდელი სათაური ,,ნეკრესლის ყმას ნუ გამოიყვანთ ჯარში, ახალ მოშენენი არიანო“.

4. ექსცერპტი, ფ.1451/1-9, 183v, ნეკრესის ღმრთისმშობლის ეკლესია.

5. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.

6. იასაული(თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.