ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს ფარემუზისადმი, მოურავზე სასამართლოში შეტანილი საჩივრის განხილვისას ზაზა ამირეჯიბის მოწვევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 9 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10484
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
5, 6, 9
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
170X153; რესტვრაციის შემდეგ: 195X179
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნთ (1771), მარტის თ (9) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მოურავი  -ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებს და საბუთებში გვხვდება  X-XI სს-იდან. XVIII ს-შიმოურაცის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი ქალაქსა და სოფელში; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. ქატრტლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მთავარი მოხელე იყო, მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

2. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე, ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალის და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველისასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.