ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მოხელეებისადმი, ბატონიშვილ ანას სამზითვო ყმების მოგროვებისა და ეშიკაღასბაშ დემეტრესთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 12 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 20/19, 21v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონსა უნთ (1771), იანვრის იბ (12)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ბატონიშვილი ანა  - მეფე ერეკლეს და.

2. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 3 ივლისს, სოვეტნიკები: თეიმურაზ ბაგრატიონი, დიმიტრი თარხანოვი.

3. მინაწერი: ,,ასლი სიგელი მივიღე, კაპიტანი დიმირტი ორბელიანი".

4. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი  XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. 

5. მზითვის წიგნი - ქონების აღმნუსხველი და პირობის შემცველი საბუთი, რომელსაც ქალიშვილს გათხოვებისას ატანდნენ ქმრის ოჯახში, რომელშიც ზოგჯერ კანონით გათვალისწინებული წესები იყო განსაზღვრული.