ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა თუშთ მოურავ ჯიმშერისადმი, გრიგოლ ყარანგოზიშვილისთვის უსამართლოდ წართმეული სოფელ ტყაშეთის წყალობის განახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1747 წ. 20 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10482
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
3, 9
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
173x165; რესტავრირებული: 200x186
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი მონაცვლეობით ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული. V-ზე დაკრული აქვს ცისფერი ქაღალდი

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულე (1747), სექტემბრის კ (20)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 20 თებერვალს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი. 

მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.