ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უნჰ (1770), დეკემბრის ი (10)
1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 20 თებერვალს, სოვეტნიკები: თეიმურაზ ბაგრატიონი, დიმიტრი თარხანოვი.
2. მინაწერი: ,,ასლი წერილი მივიღე მე აზნაურმა ისაკ ყარანგოზოვმა".
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.