ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი ულე (1747), ენკენისთვის იზ (სექტემბრის 17), ქრისტეს აქათ ათას შვიდას ორმოცდაშვიდს
1. საბუთს ახლავს მინაწერი1750 წ. 1 სექტემბრის: ,,რადგან შენმა ძმამ მილახვარმა რევაზმა ბატონს მამა ჩვენს კიდემ დიდს გაჭირებაებში დიდად მსახურა ის წინანდლის ზვარი ისევე თქვენ გიბოძეთ, ღმერთმა ჩვენს ერთგულებაში მოგახმაროსთ".
2. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1819 წ. 10 დეკემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.