ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ რევაზ ამილახვრისადმი ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში მოხერხებულ ადგილას შებრძოლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1770 წ. 11 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/32, 11rv
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8670
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უნჰ (1770), თებერვლის ია (11)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

2. დარბაზბატონი - დიდი მოხელე, მეფის კარის სათათბიროს წევრი.

3. დარბაზი - სახელმწიფო სათათბირო, მთავრობა, შედგებოდა ხუთი კაცისაგან; მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.

4. ათაბაგი (თურქ.) - სამცხის მმართველთა საგვრეულო წოდებულება. უფლისწულთა ამღზრდელი. დარბაზის სათათბიროს წევრი, ათაბაგობა რაიმე განსაზღვრული თანამდებობა არ ყოფილა, უმეტესად ითავსებდა ამირსპასალარობას. ესვ თანამდებობა შემოიღო თამარ მეფემ 1212 წელს ამილსპასალარ  ივანე მხარგრძელის თხოვნით.   

5. ამირსპასალარი (არაბ. ამირა-მხედართმთავარი და სპარს.  სპასალარი - სიფაჰსალარ  - ჯარის მბრძანებელი) - სახელმწიფო  მხედრობისა და ლაშქრის წინამძღოლი; სარდალი, მხედართმთავარი, ეს თანამდებობა შემოიღო თამარნ მეფემ . დიდი სამხედრო მოხელე სათათბირო ხმით. სახელმწიფო მხედრობის წინამძღოლი და მხედართმთავარი. მისი მოვალეობა ლაშქრის სარდლობა იყო, მაგრამ უფლებით შეზღუდული უნდა ყოფილიყო, რადგან მეფეები ლაშქრობის დროს თვითონ იყვნენ  ჯარის წინამძღოლად და ბრძოლასაც თვითონ უწევდნენ ხელმძღვანელობას. ამირსპასალარის პირდაპირი მოვალეობა იყო ლაშქრობის გეგმისა და მოქმედების შემუშავება, აგრეთვე მოლაშქრეების  მეცადინეობა. ბრძოლის დროს მეფის არყოფნის შემთხვევში ასრულებდა მთავარსარდლის მოვალეობას. ამირსპასალარის მოადგილე იყო ამილახორი, აგრეთვე მას ექვემდებარებოდნენ სპასალარები. 

6. მანდატურთუხუცესი (ბერძ. - მანდატორი) - სამეფო კარის ერთ-რთი დიდი მოხელე სათათბირო ხმით, მანდატურების, სახელკმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი  მანდატურთუხუცესი XII-XIII სს.-ის საპოლიციო აპარატის უპირველესი მოხელე. იხსენიებოდა ,,სამთა ვაზირთა" შორის: ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მანდატურთუხუცესი მეფის  მგზავრობის დროს ობერცერემონმაისტერის როლს ასრულებდა XVII ს-ში მეფე როსტომმა მანდატურთუხუცესს ეშიკაღასბაში უწოდა.  

7. მანდატური (ბერძ.ხელჯოხიანი)) - კარის ხელჯოხიანი მცველი. პოლიციის ჩინოვნიკი. საპატიო პირის გამყოლი მგზავრობის დროს.

8. მეჭურჭლეთუხუცესი - ერთ-ერთი დიდი მოხელე სათათბირო ხმით, რიგით მეოთხე ვაზირი. სახელმწიფო ხაზინისა და და ვხაზინის მცველთა უფროსი; ექვემდებარებოდნენ ხაზინის მოხელეები, ვაჭრები, მებაჟეები . ,,მეჭურჭლეთუხუცესს, ვითარცა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემდეგი დაწესებულებანი და მის ქვეშეთი მოხელენი ექვემდებარებოდენ და შემდეგი საქმეები ეკითხებოდა: ძველნი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო რაც მეფისა[ა] სადაც წავა ანუ მოვა, და რაც  ...საჭურჭლესა ძე[ვ]ს  და დგას, საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, ქალაქის ამირანი, მეჭურჭლენი ქალაქისანი და თვით დარბაზს მყოფნი მეჭურჭლენი მისის ხელისანი არიან ... აღებ-მიცემობა, სავაჭრო გადასახადები, და ბაჟი, მეფის ყოველგვარი ,,სავაჭრო და  საჭურჭლის შემოსავალ გასავალი (კარის გარიგება, 8 -9)" .  ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართალი; თბილისი, 1928 წ. გვ.178. საჭურჭლე  თავდაპირველად ჭურჭლის საცავს ნიშნავდა XII ს-დან კი საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას დაერქვა, სადაც  ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა და მეჭურჭლეთუხუცესი განაგრებდა.

9. მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი - სამეფო კარის უპირველესი ვაზირი; სახელმწიფო სახლის გამგებელი; მეფის მუდმივი მრჩეველი. ექვემდებარებოდა ყველა დიდი მოხელე. მწიგნობართუხუცესობა  და ჭყონდიდელობა - ,,ვითარცა მთავარეპისკოპოსი და  ვაზირი" სასულიერო და საერო სახელმწიფოს  ხელისუფლების  შემაერთებელი იყო, რომელიც გაერთიანდა    mwignobarTuxucesoba ,,viTarca mTavarepiskoposi da vaziri”   XI საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებლის დროს.