ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სამეფო ყმა საამ ხმალაძისა, მეჯვრისხევში ნაყიდი წისქვილის წართმევის მცდელობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგებისადმი, საჩივრის სამართლიანად გამოძიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1770 წ. 26 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 35/170, 120v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უნჰ (1770), იანვრის კვ (26),   

ბეჭედი
შენიშვნა

1. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო. იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.

2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა

3. დედანი, ხეც, Qd776.