ქაღალდი
ქაღალდი ღია ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უნჰ (1770), იანვრის იე (15), ქრისტეს აქეთ ჩღო (1770)
მეფის ძეები: მემკვიდრე დავითი, ლეონი,იულონი, ვახტანგი, დედოფალი დარეჯანი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.66
1. საშუალო ზომის ქანწილი ფოთლოვანი ორნამენტით, შესრულებული შავი მელნით.
2. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.