ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უნზ (1769), ნოემბრის ვ (6).
კათალიკოსი ანტონ I
1. დედანს ჰქონია ათი ბეჭედი.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა. მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობა უფრო საპატიო იყო.
4. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.