ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნზ (1769), გიორგობისთვის თ (ნოემბრის 9)
1. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.
2. მესტუმრე - იგივე მემანდარი/მეხმამდარი. მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს-ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები სტუმრები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. მოხელე, რომელიც უძღვებოდა მეფის სტუმრებს, მესუფრე. იგი ღებულობდა სოფლებში შეკრებილ საჩუქრებს გამვლელი სტუმრების სასარგებლოდ: სოფლელები გამყოლს საჩუქარს აძლევდნენ იმისთვის, რომ გადასახდელებით ძალიან არ შეეწუხებინათ ისინი. ყველაზე დიდი შემოსავალი ასეთი გამყოლებისთვის იყო უკან დაბრუნებისას სტუმრისაგან მიღებული საჩუქარი. ყოფილა ორი მემანდარბაში და შვიდი მემანდარი. ზოგიერთ ცნობაში გიორგი XII-ის დროს მოხსენიებულია ორი მემანდარბაში და და ოთხი მემანდარი.
3. მემანდარბაში/მეჰმნდარბაში/მესტუმრეთუხუცესი - მემანდრეების უფროსი, რომელიც მითითებებს და ბრძანებებს აძლევდა თავის ხელქვეითებს.
4. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდახუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.
5. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.