ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ ამილახვრისადმი, ბერბუკში გაყიდული მამულებიდან აღებული ღალის სამთავისის ეკლესიისთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1769 წ. 20 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2160
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
13
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უნზ (1769), ენკენისთვის კ (სექტემბრის 20)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის დასაწყისში.

2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს დედნის ზომა: 32¾ X151/4 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი N13.

3. ექსცერპტი, ფ.1451/1-13, 193v, სამთავროს მონასტერი.

4. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდახუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.

5. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.

6. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის გადასახადი მიწათმფლობელისათვის მიწის სარგებლობისთვის.