ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე მონაცვლეობით ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უნზ (1769), ივლისის კე (125).
1. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.
2. დედანი, ხეც, Hd14454.
3. მდევარი — ფეოდალური ლაშქრის სახეობა საქართველოში. სწრაფადიკრიბებოდა მტრის თავდასხმის დროს. მდევარის ძირითადი მოვალეობა იყო გაქცეული მტრის დადევნება. მდევარში შედიოდა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი. მდევრის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ლეკიანობასთან ბრძოლის დროს. 1772 წელს ერეკლე II-ის მიერ გაცემული ბრძანებით ზემო ქართლი სამდევროებად დაიყო. არსებობდა სხვა რეგიონების სამდევროებიც. მდევარის შეკრებას სარქარდრები ხელმძღვანელობდნენ. ზემო ქართლის მდევარის ხელმძღვანელობა ამილახორსა და ერისთავს ევალებოდა. მდევარი ძირითადად ფეხოსნებისაგან შედგებოდა. მდევარში გაუსვლელობისათვის დაწესებული იყო სხვადასხვა სასჯელი. მდევარი იყო მორიგე ლაშქრის ერთ-ერთი წინამორბედი.