ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უნზ (1769), თიბათვის კბ (ივნისის 22).
1. იმავე წლის 28 ივნისის მდივანბეგთა განაჩენით ლოლაძეს დაეკისრა სისხლი რვა თუმნის ოდენობით
2. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 4 ივნისს, სოვეტნიკი დიმირტი თარხანოვი.
3. სისხლი, სისხლის გაჩენა - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო.
4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.