ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი სახლთუხუცეს იოანესი გორის მამასახლისისადმი, აჰმად და მამად ასან ხანისათვის სურსათის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 30 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1710
მასალა

ქაღალდი დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
86X105
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოჱ  (1790), მაისის ლ (30).

დამტკიცება

სახლთუხუცესი იოანე.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ბეჭედი.

2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა. 

4. ჩარექი - საწყაო, მეოთხედი.

5. სტილი - ძველი წონის ერთეული 18 სტილი = 1 ლიტრს. დაახლოებით უდრის კილოგრამს. ოცი კვერცხი; 104,38 წონის ერთეული იხმარებოდა უმთავრესად აბრეშუმის ასაწონად და უდრიდა 3 კვერცხის წონას; ჩვეულებრივი სტილი - 28 მისხალი, ქალაქური - 33 მისხალი. საბას მიხედვით სტილი = 33,5 გიულდენშტეტით - 36 მისხალი.