ქაღალდი
დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოჱ (1790), მაისის კგ (23).
სახლთუხუცესი იოანე.
1. ახლავს ბეჭედი.
2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
4. სახაბაზო მოხელეები - სახაბაზო მეფის მეურნეობის ერთი დარგი იყო. მისი მოხელეები იყვნენ: მეგოდრეთუხუცესი, ხაბაზი, მეგოდრე, შიგამდეგი. მეგოდრეთუხუცესი მეჯლისის დროს მეგოდრესთან ერთად პურს ჩამოარიგებდა, ხოლო ხაბაზი სახლში მიიტანდა პურს. ხაბაზი მეპურეს ნიშნავს.